პოლიტიკური კომუნიკაციების ექსპერტი ჯული გიორგაძე საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ პარლამენტის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიას შეუერთდა

პოლიტიკური კომუნიკაციების ექსპერტი ჯული გიორგაძე საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეზე სადამკვირვებლო მისიას შეუერთდა. არჩევნებზე 300 მოკლევადიანი დამკვირვებელი იქნება და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს დაფარავს, როგორებიცაა: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).

ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.

მათი თქმით, ჯული გიორგაძის საექსპერტო კომპეტენცია პოლიტიკური პარტიების კამპანიასა და საარჩევნო კომუნიკაციას მოიცავს. მრავალწლიანი გამოცდილებისა და ფუნდამენტური კვლევების საფუძველზე, მას შესწევს უნარი გაანალიზოს პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზოს რჩევები საარჩევნო ხასიათის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და რეალიზებასთან მიმართებაში.

„როგორც ყოფილი დიპლომატი და ქალთა შესაძლებლობების განვითარების აქტიური მხარდამჭერი, ჯული გიორგაძე საქმიანობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორის სტრუქტურებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეწეოდა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

გარდა აღნიშნულისა, მისი ექსპერტიზის სფერო პარტიულ საკომუნიკაციო სტრატეგიებს, სრულ მასშტაბიან საარჩევნო კამპანიას, ასევე პოლიტიკაში ემოციური ინტელექტის როლს მოიცავს. პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად ჯული გიორგაძეს აქვს მიღწევები აკადემიურ სფეროში ათ წელზე მეტი პედაგოგიური გამოცდილების კვალობაზე როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებში ქალაქ თბილისში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება