რიკარდ იოზვიაკი - არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების ან სისხლისღვრის შემთხვევაში, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკავშირში არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდება, ან სისხლისღვრა მოხდება.

„არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რაც წარმოადგენს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს), რათა არჩევნების გაყალბების ან სისხლისღვრის შემთხვევაში საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ“, - წერს იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!