ირაკლი კობახიძე - საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში, ვაფართოებთ ქუთაისის აეროპორტს

საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, განსაკუთრებით ახალი გეოპოლიტიკური გარემოებების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის კაბელის პროექტები ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრებს.

“მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის კაბელის პროექტები ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრებს.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წარმატებით ავაშენეთ 300 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალები საქართველოში, ასევე, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა.

ჩვენ, ასევე, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში, ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და ვაუმჯობესებთ მის შესაძლებლობებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს