ირაკლი კობახიძე - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს

ჩვენ მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონის შინაარსთან. ჩვენთან საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ მიიღო და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

„კიდევ ერთი რამ, რაც გათვალისწინებულია ამ კანონით, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს თავიანთ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციებს აბარებენ - სულ ეს არის.

არანაირი შეზღუდვები არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზეზით აბსოლუტურად ყალბია გზავნილები რუსულ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ის ასევე წარმოადგენს ჩვენი ერის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი