გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია ჩატარდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ანდრონიკაშვილისა და ქერჩის ქუჩები სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაოებში ჩართული იყო სპეცტექნიკაც.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ, თბილისის საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა.

„მსგავს აქციებს დედაქალაქში პერიოდულად ვატარებთ. ამჯერად, გლდანში ვიმყოფებით. სწორედ ამ რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეღავათიან ფასში განათავსონ სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, მეორადი ნივთები. ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებთ, ნუ დატოვებენ ამ სახის ნარჩენს ურნებთან, ეს ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის დასუფთავების კუთხით. ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენს ქალაქს და ნარჩენები განვათავსოთ მხოლოდ კანონიერად“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მერიის ინფორმაციით, გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად: 1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი; 5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი; 10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი.

„დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50”, - აღნიშნავს თბილისის მერია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს