ჯო უილსონი - ცალსახად ვგმობ რეიდებს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა

შეშფოთებით გავიგე საქართველოს მთავრობის რეიდების შესახებ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.

მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ „რეიდები კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა“.

“დიდი განგაშითა და შეშფოთებით გავიგე საქართველოს მთავრობის რეიდების შესახებ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ისინი “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევრები არიან, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ რუსული დეზინფორმაციის გამოსააშკარავებლად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. როგორც მესმის, მთავრობამ მკვლევრების ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინა, მათ შორის ქალბატონი გელავას შვილის კომპიუტერის.

ცალსახად ვგმობ რეიდებს. ის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. დარწმუნებული ვარ, რომ რეიდები არანაირ შედეგებს არ მოიტანს, გარდა იმის დადასტურებისა, რომ ბუზიაშვილი და გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ანგარიშვალდებულება უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მათთვის, ვინც აშკარად ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება”, - აცხადებს უილსონი.

შეგახსენებთ, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება