ანა კობახიძე - მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ფუნქციები და უზრუნველყავით ამომრჩევლის ნება

თუ არჩევნები საერთო საქმეა, მაშინ ყველა მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ჩართულ მხარეს შეუფერხებლად შეასრულონ თავისი უფლებამოსილებები , - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლიდან” ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ანა კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს.

“მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ფუნქციები და უზრუნველყავით ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა და იმოქმედეთ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. არ იმოქმედოთ თვითნებურად და ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებსა და მითითებებს თუ არჩევნები სართო საქმეა, მაშინ ყველა მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ჩართულ მხარეს შეუფერხებლად შეასრულონ თავისი უფლებამოსილებები“, - აცხადებს ანა კობახიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება