ლევან ცუცქირიძე - ყველა ხმას დავიცავთ, ყველა მოქალაქის უფლებებს დავიცავთ - ძალაუფლება ხვალ ქართველ ხალხს გადაეცემა

გამარჯვება არის ჩვენს ხელში, რადგან ძალაუფლება ხვალ ქართველ ხალხს გადაეცემა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, ხვალ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა.

„ხვალ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გახსოვდეთ, რომ თქვენს არჩევანს ვერავინ გაიგებს. ეს არის არჩევანი, რომელსაც თქვენ საკუთარი თავისა და შვილების მომავლის წინაშე აკეთებთ, თქვენ გეცოდინებათ. ყველანი არჩევნებზე! შესაძლოა, წვიმიანი ამინდი იყოს, ამიტომ მომზადებული მიბრძანდით, თუმცა როდესაც საჭიროა, მიჩვეულები ვართ წვიმასა და ქარში გარეთ დგომას. რაც უფრო ადრე მიბრძანდებით არჩევნებზე, მით უკეთესია.

ჩვენი შტაბი არის სრულ მზადყოფნაში. მადლობა მათ ამ ხნის განმავლობაში დაუღალავი შრომისთვის. ყველა ხმას დავიცავთ, ყველა მოქალაქის უფლებებს დავიცავთ, გამარჯვება არის ჩვენ ხელში, რადგან ძალაუფლება ხვალ ქართველ ხალხს გადაეცემა. ძალაუფლება ხვალ მეტი არავის არ აქვს. როგორც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ისე იქნება. წინ მეგობრებო დემოკრატიის და თავისუფლების გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება