პრემიერი - საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არცერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ნებისმიერ ქვეყანაში ძირითადად, აქცენტი კეთდება სამ თემაზე - ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და ამომრჩევლის მოსყიდვა, არცერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა დღეს ყველა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან ჩანს, რომ ამ მიმართულებით არავითარი „არათუ სისტემური, არამედ რაიმე არსებითი პრობლემაც“ არ ფიქსირდება.

„ამით შეშფოთებულია რადიკალური ოპოზიცია და ერთადერთი სცადეს თითიდან გამოწოვილი კამპანიის აგორება ID-ბარათებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებით ვაჩვენეთ ის, რომ თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო ის, რასაც ისინი ამ თემაზე ამბობდნენ. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო იყო რუსთავის ფაქტი. მათი კუთვნილი ტელევიზიიდან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაიგო, რომ აპირებდნენ ერთ-ერთ სამსახურში კონტრაქტების გაგრძელებას. ამისთვის მოითხოვეს პირადობის მოწმობები და მან სცადა, ეს ფაქტი დაეკავშირებინა არჩევნებთან, როდესაც ეს ფაქტი საერთოდ არ უკავშირდებოდა არჩევნებს. თითიდან გამოწოვილი იყო კამპანია, შესაბამისად ეს კამპანია ძალიან მალევე ჩავარდა. რეალურად, საბაბიც კი არ რჩება იმისთვის, რომ ვინმემ რამე თქვას ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს საბაბი არ დარჩება არც არჩევნების დღეს, გამომდინარე მათ შორის იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რაც ჩვენ ამ 2-3 წლის განმავლობაში განვახორციელეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია