საბა ბუაძე - ხვალ საარჩევნო შედეგი ძალიან მშვიდად გაფორმდება - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს საკუთარი მარცხის აღიარება

ქართველი ხალხი გადაწყვეტს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ძალების საპარლამენტო წარმომადგენლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ მის ნებას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, ხვალ, „რუსული საქმის გამკეთებლებს, საკადრისი პასუხი გაეცემათ“.

“სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებში არის ორი მხარე: ქართველი ხალხი, რომელიც უპირისპირდება პუტინის სამსახურში მყოფ ხელისუფლებას. ხვალ, გამარჯვებული ორი მხარე კი არ იქნება, იქნება ერთი მხარე, გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. ყველა, ვინც ცდილობს ქართული საზოგადოება დაანაწევროს, ოჯახები ერთმანეთს გადაკიდოს, აკეთებს რუსულ საქმეს. ვინც ცდილობს საქართველოს მოწყვიტოს ევროპულ გზას, აკეთებს რუსულ საქმეს. ხვალ, რუსული საქმის გამკეთებლებს, საკადრისი პასუხი გაეცემათ. დასრულდება ეროვნული შუღლის გაღვივების კამპანია, რომელსაც ივანიშვილი და მის სამსახურში მყოფი პროპაგანდისტული მედია-საშუალებები ეწევიან“,- განაცხადა ბუაძემ.

ბუაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ დამარცხების აღიარება მოუწევს.

„ხვალ, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ძალების საპარლამენტო წარმომადგენლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ მათ ნებას. ქართველი ხალხის ნება არის ის, რომ ვიღაც ხელისუფლებაში ხვდება, ვიღაც ოპოზიციაში. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიციის აკრძალვა არ არის ჩვენი მთავარი საარჩევნო დაპირება. ვინც საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს რევანში იქნება, ვნებათა ღელვა იქნება - ეს ასე არ არის. ხვალინდელი დღე მშვიდად დასრულდება. საარჩევნო შედეგი ძალიან მშვიდად გაფორმდება. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს საკუთარი მარცხის აღიარება. პროცესი ძალიან წყნარად გაგრძელდება და ჩვენ დავუბრუნდებით განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. პირველ რიგში, დავუბრუნდებით საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესს“, - განაცხადა ბუაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო