ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და  არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 70 უბანზე რეგისტრირებულია 116 526 ამომრჩეველი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მირანდა მესხმა განუცხადა, მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა.

„ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული არის 116 526 ამომრჩეველი. უბნების რაოდენობა არის 70, საიდანაც 62 უბანზე არის ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის პროცესი, 8 უბანზე ჩვეულებრივად, ტრადიციული წესია. ამ ეტაპისთვის, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს