ირაკლი კობახიძე - ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება - ჩვენი მოქალაქეებისგან ველოდებით 60%-მდე ხმებს

ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას სთავაზობს.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის; ეს არის რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის; ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ყველა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი. ჩვენი მოქალაქეებისგან ველოდებით 60%-მდე ხმებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება