ირაკლი კობახიძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები

მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას საბოლოოდ ეტყვის უარს.

„მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ოპოზიციას მოვუწოდებ - როცა დაიდება 60-%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრას უარი. ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ნახეთ, ვერცერთმა პარტიამ, ვერ შეძლო ვერცერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ საბოლოო მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერცერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე ასვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულები არიან და ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია განულებული აქვთ. ასეთ პირობებში ისინი ძალიან მძიმე მარცხს უნდა შეეგუონ. დღევანდელ დღეს ქართველი ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას საბოლოოდ ეტყვის უარს. ქართველი ხალხის დაახლოებით 60% დღეს მხარს დაუჭერს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. “,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს