სოფელ კაბალის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ოცი წუთის  დაგვიანებით გაიხსნა - დამკვირვებლების ინფორმაციით, უბანთან ახლოს  ადგილი აქვს სპეციალური სიებით ადამიანების მობილიზებას და საარჩევნო კაბინაში ტელეფონის გამოყენების მცდელობას

კახეთში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რეგიონის რამდენიმე უბანზე პროცესი დარღვევით დაიწყო.

მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ოცი წუთის დაგვიანებით გაიხსნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების განმარტებით, დაგვიანების მიზეზი საორგანიზაციო კუთხით „მოუწესრიგებლობა იყო“. მათივე თქმით, უბანთან ახლოს ადგილი აქვს სპეციალური სიებით ადამიანების მობილიზებას და საარჩევნო კაბინაში ტელეფონის გამოყენების მცდელობას.

მთლიანად კახეთის რეგიონში საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა.

რეგიონის მასშტაბით 256 უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 294 ათასზე მეტია. აქედან 80 უბანზე, არჩევნები ელექტრონული წესით არ ტარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება