ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი - საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია - ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა

საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია. ისრაელს ახლა მოქმედების უფრო დიდი თავისუფლება აქვს. ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

მისივე თქმით, ისრაელი ღაზასა და ლიბანში ომის მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ ღაზასა და ლიბანში ომის მიზნებზე ვართ ორიენტირებული. სწორედ ირანია, რომელიც ფართო რეგიონული ესკალაციისკენ სწრაფვას აგრძელებს. ვიცით, როგორ ავირჩიოთ დამატებითი სამიზნეები და საჭიროების შემთხვევაში მათ დავარტყათ. ეს მკაფიო სიგნალია: მას ვინც ისრაელს დაემუქრება, ეს ძვირი დაუჯდება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო