ანა დოლიძე - ქართველი ხალხის ნება ურყევია

ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა, ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს პროცედურები გაეგო,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე გამოხატა ნება, რომ საქართველო ძლიერი, ევროპული ქვეყანა იყოს.

„დღეს დიდი დღეა. ეს იმითაც ჩანს, რომ დილიდან საარჩევნო უბნებთან არის რიგები. მე მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს. ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა და ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს გაეგო პროცედურები, რომ ახლებურია. რაც მთავარია, დილის 8:00 საათზე უბნებზე ბევრი ხალხია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ყველას მოუწოდეთ, რომ არჩევნებზე წავიდნენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება