ანა ნაცვლიშვილი - ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე

ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან საარჩევნო უბნებზე არსებულ შესაძლო დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევა არის ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა.

მისივე თქმით, რამდენიმე უბანზე შეინიშნება დამკვირვებლებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის არასათანადო გარემოს შექმნის და ხელის შეშლის ფაქტები.

ნაცვლიშვილი საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, შეასრულონ თავიანთი კანონისმიერი ვალდებულებები და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის, კანონიერად, მშვიდ გარემოში ჩატარება.

„გათენდა 26 ოქტომბერი, საქართველოს დიდი გამარჯვების დღე რუს ოლიგარქზე. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მივიდა უკვე უბანზე ხმის მისაცემად. უპრეცედენტო აქტიურობა არის თბილისში, აქტიურობა არის ასევე სხვადასხვა ქალაქებში. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის მიუხედავად, ადამიანები დილიდან მიდიან ხმის მისაცემად და თითოეულს მინდა მადლობა ვუთხრა და მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ გამოიყენონ საარჩევნო ხმის უფლება საქართველოს გადასარჩენად.

„ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს სრული დატვირთვით. ჩვენ წარმომადგენლები გვყავს საქართველოს ყველა საარჩევნო უბანზე. ვაკვირდებით ხმის მიცემის პროცესს და რეაგირებას ვახდენთ თითოეულ დარღვევაზე. ჩვენ დავიცავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმას რუსი ოლიგარქისგან.

ამ ეტაპზე დაფიქსირებულია რამდენიმე დარღვევა, რაზეც ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. ეს არის ქუთაისში 59-ე ოლქის მე-11 და მე-17 უბნებზე, მთაწმინდის 1-ელი ოლქის მე-16, 31-ე და მე-11 უბანზე. ჩუღურეთში 22-ე უბანზე, გორში 32-ე ოლქის 59-ე უბანზე, ვაკეში მე-8 უბანზე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევა არის ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა, რაც არის დარღვევა. ჩვენ ყველაფერს აღვნუსხავთ და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში 72-ე სპეცუბანზე, ეს არის პენიტენციური დაწესებულება, „ძლიერი საქართველოს“ დამკვირვებელი სამი საათის დაგვიანებით შეუშვეს, ეს არის დარღვევა. რამდენიმე უბანზე შეინიშნება დამკვირვებლებისთვის, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის, არასათანადო გარემოს შექმნის და ხელის შეშლის ფაქტები.

მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიებს, დაემორჩილონ საქართველოს კანონს, შეასრულონ თავიანთი კანონისმიერი ვალდებულებები და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის კანონიერად მშვიდ გარემოში ჩატარება. ასევე, ახლა მაწვდიან ინფორმაციას, რომ ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ ზუგდიდში, ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის