მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - არც ერთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი არ არის - კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლელა ქრისტესიაშვილის განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი პოლიტიკური არჩევანი 6009 ამომრჩეველმა გააკეთა.

ქრისტესიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არაა წარდგენილი.

„მიმდინარე ეტაპზე კენჭისყრის პროცედურები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობის 5,92%-ია საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული, ეს რიცხობრივად 6009 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი წყნარ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არც ერთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი არ არის. უბნებთან დაკავშირებით საჩივრების რაოდენობა ამ ეტაპზე არ მაქვს“, - განაცხადა ქრისტესიაშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულში 101 572 ამომრჩეველი, 81 საარჩევნო უბანია. 40 საარჩევნო უბანში ხმის მიცემა ძველი, არაელექტრონული მეთოდით მოხდება, 41 უბანში კი ელექტრონულით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება