გიორგი ხახუბია - ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ოჯახური ღირებულებების დაცვას და იმ უალტერნატივო გზას, რასაც  ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ჰქვია

ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის #9 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

როგორც ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას მისცა.

„დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემის მხრივ, ხმა მივეცი ჩემს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ჩვენი ოჯახური ღირებულებების დაცვას და რა თქმა უნდა, იმ უალტერნატივო გზას, რასაც ჰქვია ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. დღეს პოლიტიკურ ველზე ერთადერთი და უალტერნატივო პოლიტიკური პარტია არის, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ჩვენი ქვეყანა გააწევრიანოს ევროკავშირში“,- განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება