თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე.

"მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის: ნიკოსთვის, სანდროსთვის, ლუკასთვის, რომელიც სახლში გველოდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში, თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს