ოთარ შამუგია - დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და ღირსეულ, ევროპულ მომავალს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქში გააკეთა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის განცხადებით მან ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას მისცა ხმა.

„დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ვფიქრობ, რომ სწორად ასეთ არჩევანს გააკეთებს ჩვენი ხალხი და საქართველო აუცილებლად გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება