ზუგდიდში, მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ცვლილებისთვისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ მარიამ გოგოხიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, თაზო ფაცაციას შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების” წარმომადგენელი თაზო ფაცაცია ამტკიცებდა, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, მარიამ გოგოხია ამომრჩეველს უბანში შესვლამდე პირადობას ართმევდა. თავად გოგოხიამ ფაქტი უარყო და განმარტა, რომ სინამდვილეში, ამომრჩეველმა მას ცესკოს სიაში გადამოწმების მიზნით დახმარებისთვის მიმართა.

„მთხოვა, შეგიძლია დამეხმაროთო? ამ დროს ცესკოს სია ამოვიღე და აღნიშნული ადამიანი ცესკოს სიაში გადავამოწმე, ეწერა თუ არა ამ უბანზე. ეს აინტერესებდა ადამიანს”, - განაცხადა მარიამ გოგოხიამ.

საპასუხოდ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თაზო ფაცაციამ.

„აქ საქმე მარტივადაა, თუ დამკვირვებელი ვარ, პირადობის მოწმობა არ უნდა ჩამოვართვა ვინმეს. კოალიცია „ცვლილებისთვის” დგას კარებთან და ართმევს პირადობის მოწმობას, მას არ შეუძლია ეს გაკეთოს, ეს კომისიის წევრის ფუნქციაა”, - განაცხადა თაზო ფაცაციამ.

ამასთან, მარიამ გოგოხიას თქმით, ამავე უბანზე ცოტა ხნის წინ ე.წ. ზონდერჯგუფებიც იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებას ცდილობდნენ.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული, რომლებსაც თვითონ დაურეკა

“მოვიდა პოლიცია, საბოლოოდ გაიყვანა ხალხი, მაგრამ ამის შემდეგ მოვიდა ზონდერების ჯგუფი, რომლებმაც ჩხუბი დაგვიწყეს და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. ერთ-ერთი ხელის დარტყმაზეც წამოვიდა. გარეთ ვინც დგანან ისინი იყვნენ ე.წ. ზონდერები. ისინი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. მოდიოდნენ ხელის დასარტყმელად, მაგრამ ისევ თავისიანებმა გაწიეს. ბეიჯები არ ეკეთათ”, - განაცხადა მარიამ გოგოხიამ ჟურნალისტებთან.

მე-5 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო