ლევან ხაბეიშვილი - საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ მოკრიმინალო, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი - ისინი ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლიან

100 მეტრის რადიუსში [საარჩევნო უბნიდან], არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები საარჩევნო უბნის კიბეებთან დგანან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში.

„100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან. ეს ადამიანები, არცერთი არ უნდა იდგნენ საარჩევნო უბანზე. ისინი დგანან კიბეებთან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში. მიეცით შესაძლებლობა ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდ გარემოში. სუს-ის აგრესიული „ნასეტკები“ უბნიდან უნდა წავიდნენ“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს