„ძლიერი საქართველოს“ დელეგატის აგილ მუსტაფაევის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

„ძლიერი საქართველოს“ დელეგატის აგილ მუსტაფაევის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს.

როგორც მუსტაფაევი აცხადებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უბნის თავმჯდომარემ გამოაგდო, რადგან ის დარღვევებს აფიქსირებდა.

„მისი ნების გარეშე "ოცნების" კოორდინატირებმა "ბეიჯი" დაუმზადეს, ჩვენ მხარეს უნდა იყოო. უბანში შევიდა და თქვა, რომ გაყალბების საშუალებას არ მისცემდა, ამის გამო, გარეთ გაუშვეს. ამომრჩეველს გარეთ ხვდებოდნენ, სურათი გადაუღეთ და ფულს მოგცემთო. ასევე, ამომრჩევლის ნაცვლად, თავად ჰქონდა გაფერადებული",- განაცხადა მუსტაფაევმა.

მე-13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განცხადებით კი, აღნიშნული პირი, რომელიც უბნიდან გააძევა, პროვოკაციებს აწყობდა და საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდა, მისი მითითების მიუხედავად, უბანს არ ტოვებდა, რის გამოც, პოლიცია გამოიძახა.

ამ წუთებში, მე-13 საარჩევნო უბანზე ვითარება დასტაბილურებულია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს