ირაკლი კობახიძე - გვაქვს ვებგვერდი shedegebi.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, 8 საათიდან მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით

ჩვენ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, რომელსაც shedegebi.ge ეწოდება. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ვებგვერდზე მთელი დღის განმავლობაში განახლდება მონაცემები, ხოლო საღამოს 8 საათიდან, განთავსდება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაცია.

„მთელი დღის განმავლობაში განახლდება აქტივობის მონაცემები და ეს მონაცემები იქნება ჩაშლილი თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით. 8 საათიდან ამ ვებგვერდზე მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ, ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს. უკვე 8 საათიდან შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე.“ - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს