მამუკა მდინარაძე - როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სლოგანიდან: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ“ - „ღირსებით ევროპისკენ“ აღმოჩნდა მთავარი - ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სლოგანიდან: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ“ - „ღირსებით ევროპისკენ“ აღმოჩნდა მთავარი - ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა, რაც ჩვენ აუცილებლად გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველო არსებული დინამიკით განვითარებას გააგრძელებს, მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქის ცხოვრების დონე, „საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც გაუთანაბრდება“.

„შევუერთდები ძალიან სასიამოვნო „ჩელენჯს“ რომელიც ახალგაზრდებს წამოუწყიათ და ვიტყვი, რომ ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ხმა მივეცი ღირსებას და შესაბამისად, გავაფერადე წრე 41-ის წინ. სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდები ასე ამბობენ და როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სლოგანიდან: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ“ – „ღირსებით ევროპისკენ“ აღმოჩნდა მთავარი. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა, რაც ჩვენ აუცილებლად გვექნება. არა მხოლოდ ჩვენ, ქართველი ხალხი, არამედ ამას ლაპარაკობს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ამ დინამიკით განვითარებას თუ გავაგრძელებთ, მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქე, როგორც ყველა პროგნოზიდან გამომდინარეობს, საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც გაუთანაბრდება“,- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება