თემურ ჭყონია - ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია

ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირა.

„ჩვენ ვირჩევთ საქართველოში ახალ სისტემას, რაც ძალიან საინტერესოა. ცვლილებები უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ დღეს ეს ცვლილება თუ არ მოხდა, მერწმუნეთ, ჩვენი მომავალი არის გაურკვეველი. პირველი ის, რომ ასე ვთქვათ, ტოტალურ იზოლაციაში ვართ, არავინ გველაპარაკება და დღეს თუ არ გვესაუბრებიან, რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევანის შემთხვევაში დაგველაპარაკებიან? არალოგიკურია, ამიტომ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩვენ მათი თანამოქალაქეები ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოს მოქალაქე და არა მარტო საქართველოს.

თითოეული ადამიანის ხმა არის გადამწყვეტი. მწამს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე არის მთავრობაც, პარლამენტიც, მმართველიც. ამიტომ, მწამს, საკუთარი თავისთვის სწორ არჩევანს გააკეთებს, ეს არის ევროპისკენ გზა. ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია. ჩვენ არავის წინააღმდეგი ვართ, საქართველოს მომავლის მომხრე ვართ ",-განაცხადა ჭყონიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს