ლევან დავითაშვილი - ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას

ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყნის განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება.

„ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და იმედი მაქვს, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს - ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ეს განვითარება შენარჩუნდება მომავალშიც“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება