თამარ კორძაია - ის, რაც მარნეულში ხდება, სრული კატასტროფაა - შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ ასე „წარმატებულად“ არჩევნების ჩატარებას

ის, რაც მარნეულში ხდება, არის სრული კატასტროფა - შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ ასე „წარმატებულად“ არჩევნების ჩატარებას,- ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკავონ ის ადამიანები, რომლებმაც კორძაიას მტკიცებით, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე აზატ ქარიმოვზე ფიზიკურად იძალადეს.

„მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დღეს ადგილი აქვს დანაშაულის ფაქტებს საარჩევნო უბნებში. ნაძალადევში მე-9 უბანში ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იგივე მოხდა კრწანისში მე-4 უბანზე. პოლიცია გამოძახებულია 2 საათზე მეტია და კაციშვილი არ მისულა და არ მოუკითხავს კანონდარღვევები. პერსონალურად ბატონი გომელაური იქნება პასუხისმგებელი იმ უმოქმედობაზე, რასაც დღეს პოლიცია სჩადის კანონდარღვევასთან და დანაშაულთან დაკავშირებით. ასევე, პერსონალურად, გიორგი კალანდარიშვილი იქნება პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რაც ხდება საქართველოში საარჩევნო უბნებზე. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ის რაც მარნეულში ხდება, არის სრული კატასტროფა - შევარდნაძის პერიოდის შემდეგ ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ ასე „წარმატებულად“ არჩევნების ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევ მივმართავ, ჩვენი პარტიის წევრის აზატ ქარიმოვის ცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააკავონ მოძალადეები, რომლებმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს“, -განაცხადა კორძაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება