ალეკო ელისაშვილი - კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ კი არადა, „რუსული ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის წინსვლა, ევროკავშირში წაყვანა

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ „ქართული ოცნების“ კი არადა, „რუსული ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის წინსვლა, ევროკავშირში წაყვანა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მან ხმა საბურთალოს ოლქის 46-ე საარჩევნო უბანზე უკვე მისცა.

„ვიყავი ჩემს მშობლიურ საარჩევნო უბანზე, საბურთალოზე, ადრე ტოროშელიძე ერქვა, ახლა ჯანო ბაგრატიონი ჰქვია, ამ ქუჩაზე, სადაც დავიბადე, გავიზარდე... რა თქმა უნდა, გავაფერადე 9 ნომერი, იმიტომ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ „ქართული ოცნების“ კი არადა, „რუსული ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის წინსვლა, ევროკავშირში წაყვანა, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ანაკლიის პორტის გაცოცხლება, დიდი პროექტების დაწყება, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა და ასე შემდეგ, ასე რომ, ძალიან მხნედ და შემართებით გავაფერადე და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა ქართველს, ყველა ჯანმრთელ, ნორმალურ ქართველს რომ გაგვიხარდება, ისეთი შედეგი გვექნება“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს