ისანში, 30-ე საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

ისანში, 30-ე საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. დაპირისპირება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და უბანთან მყოფ იმ ადამიანებს შორის მოხდა, რომლებიც ხაბეიშვილის თქმით, სუს-ის „ნასეტკები“ არიან.

ხაბეიშვილმა აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ვითარების განსამუხტად მისული იყვნენ სამართალდამცველებიც.

„100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან. ეს ადამიანები, არცერთი არ უნდა იდგნენ საარჩევნო უბანზე. ისინი დგანან კიბეებთან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში. მიეცით შესაძლებლობა ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდ გარემოში. სუს-ის აგრესიული „ნასეტკები“ უბნიდან უნდა წავიდნენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება