უნგრელი ევროპარლამენტარი - არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს

არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, - ამის შესახებ უნგრელი ევროპარლამენტარი და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრას აურელ ლასზლო სოციალურ ქსელში წერს.

„გამარჯობა! საქართველოში დღეს ხმის მიცემა მიმდინარეობს! არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. მოქმედებს პირადობის მოწმობების მკაცრი შემოწმება, ხმების ელექტრონულად დათვლა უფრო სანდოა და ასევე, ოფიციალური დათვლა ყველა ბიულეტენის ხელით დათვლას მოიცავს. ეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შედეგების სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს და გაურკვევლობას არ დატოვებს. პირობები ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მოსალოდნელია აქტივობის მაღალი დონე, რაც შედეგებს ძლიერ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას მისცემს “, - წერს ანდრას ლასზლო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება