ნიკა გვარამია - მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს

მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს,- ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა,ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჯამურად უგებს „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ვიდეო, სადაც „ქართული ოცნება“ ხმებს აყალბებს და ყრის ბიულეტენებს, ძირითადად, იმ უბნებში, სადაც არ არის ტექნოლოგიური ხმის მიცემა. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს. ზუსტად იცით, რომ დღის პირველი ნახევარი გაქვთ წაგებული. შეეგუეთ მარცხს და დაიწყეთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე. ყველანი არჩევნებზე, მეტი არაფერია დარჩენილი „ოცნების“ დამარცხებისთვის”, - განაცხადა გვარამიამ.

მან ამომრჩევლებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა ვთხოვო მოსახლეობას, წვიმას არ მოერიდოს, სამშობლოსთვის ბრძოლა მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე წვიმასთან გამკლავებაა, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ რუსეთს. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი სამშობლოს ისტორიულ მოწინააღმდეგეებს და ბოროტის მსურველებს“, - განაცხადა გვარამიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება