ომბუდსმენის შეფასებით, საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შშმ  პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის - უსინათლო პირებთან კომუნიკაციის წესებს არც საუბნო კომისიის წევრები ფლობენ

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანი თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბანზე თავად იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა და უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების პროცესს დააკვირდა.

ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, ადგილზე დაკვირვებით ცხადი გახდა, რომ საარჩევნო უბნის შენობა არ არის მისაწვდომი შშმ პირებისთვის.

„უშუალოდ უსინათლო პირთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ საუბნო კომისიის წევრები არ ფლობენ უსინათლო პირთან კომუნიკაციის წესებს, ვერ განუმარტეს მას ხმის მიცემის პროცედურა და ვერ უპასუხეს ამომრჩევლის მიერ დასმულ კითხვებს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უსინათლო პირებისთვის მომზადებული ჩარჩო/ფორმა არ იძლევა მისი დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობას. რთულია ბიულეტენის ჩარჩოში მოთავსებაც, რადგან უსინათლოსთვის გაურკვეველია ფურცლის რომელ მხარეს ათავსებს. და საბოლოოდ, შესაძლოა, რიგი პრობლემების გამო, უსინათლო პირის არჩევანი არ დაემთხვეს მისთვის სასურველ კანდიდატს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომისიის წევრების სიღრმისეული გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის, მათ შორის, უსინათლო პირების არჩევნებში ეფექტური მონაწილეობისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს