გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ დამკვირვებლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა

როგორც მუმლაძე განმარტავს, მას სარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და სპრეი თავდაცვისთვის გამოიყენა.

„დამკვირვებელ თინათინ ნოზაძეზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, უბნიდან აგდებდნენ. როცა გასარკვევად მივედით, აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორებზე უკანა მხრიდან დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ. ყიზილაჯლოს „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, ჯეიჰუნ ჩოიდაროვმა ჯგუფი დააორგანიზა, მათ უბანზე, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობდა, დამარტყეს. საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, მეორე ოთახში 20-მდე ადამიანმა მოგვიმწყვდია, მე პირადად, გაზის სპრეი მქონდა, თავი დავიცავი და ეს ხალხი მოვიგერიე. ამ ხალხის თავდასხმის შემდეგ სპრეი გამოვიყენე, კადრებშიც ჩანს ჩემზე თავდასხმა. მათ ეზოში სასტიკად იძალადეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეზე, დამკვირვებლებზე",- განაცხადა მუმლაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება