ირაკლი კუპრაძე - აჭარაში ხმის მიცემის პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, მათ შორისაა ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, აჭარაში ხმის მიცემის პროცესი მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს, მათ შორისაა ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვის მცდელობა და სხვა.

როგორც კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მუქარისა და ძალადობის, საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებელთა გაძევების პროცესში სამართალდამცავები მონაწილეობენ, მათ შორის, პირადად პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე.

„აჭარაში დილის 08:00 სთ-დან გაიხსნა საარჩევნო უბნები და პროცესი მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს: ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვის მცდელობა, საარჩევნო სიები, რომლითაც აგიტატორები მანიპულირებენ. ეს ყველაფერი აღწერილია იმ ვიდეოკადრებზე, რომელიც მედიას მივაწოდეთ. ამ მუქარისა და ძალადობის, საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებელთა გაძევების პროცესში სამართალდამცავები მონაწილეობენ, მათ შორის პირადად პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე. ბათუმის მეორე საარჩევნო უბანზე რამდენიმე დამკვირვებელი უკანონოდ გააძევეს. მე-16 საარჩევნო უბანზე ზეწოლისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, მათ შორის ცესკოს კომისიის წევრებზე, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი და ვალდებულები საარჩევნო პროცესი გააკონტროლონ“, - განაცხადა კუპრაძემ.

მისი ინფორმაციით, ასევე რეგისტრატორების მიერ ხდება საარჩევნო ბიულეტენების ხელოვნურად დაზიანება.

„სწორედ იმ ამომრჩეველთა ბიულეტენების, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან“, - განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს