ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-15 საარჩევნო უბანზე ხმაური და  დაპირისპირება იყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

ხმაური კი მას შემდეგ დაიწყო, რაც უბნის კომისიის თავმჯდომარე მურად სარდაროვმა საარჩევნო უბანზე მისულ ერთ - ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა გამოართვა. ეს ფაქტი დარღვევად შეაფასეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

მომხდართან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია „თავისუფალი ხმის“ წარმომადგენელმა ანა კოპაძემ უბანზე საჩივარი დაწერა.

აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრმა კი განმარტა, რომ ერთ- ერთმა ამომრჩეველმა თავად სთხოვა დახმარება.

„არ ვიზიარებ ბრალდებებს, რადგან პირადობის მოწმობა მომაწოდა მოქალაქემ, რომელ უბანზე უნდა მივცე ხმა არ ვიციო. მხოლოდ ამას ვაკეთებდი. ცესკოს საიტზე შევედი და დავადგინე, რომ ამ უბნის ამომრჩეველი არ იყო, სულ ეს იყო”, - განაცხადა მურად სარდაროვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს