ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდის მე-15 უბანზე სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანხის შესაძლო გადაცემის ფაქტებს, უბნებზე შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების ჯგუფი

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მათი კოალიციის წარმომადგენელზე, დავით ჩქოტუაზე ფიზიკური თავდასხმა მოხდა. როგორც სამუშიამ ბრიფინგზე განაცხადა, დავით ჩქოტუაზე თავდასხმის მიზეზი არის ის, რომ ჩქოტუას, როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენელს, უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცა.

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს ასეთი უპრეცედენტო აქტიურობისთვის. ეს უპრეცედენტო აქტიურობა არის რუსული ხელისუფლებისთვის განაჩენი, ეს მათ იციან. არ მოაკლოთ აქტიურობა. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე დარღვევებს ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის საოლქო კომისიის “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელზე, დათო ჩქოტუაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, ზეწოლა, ეს ადამიანი ნაცემია. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მე-9 უბანზე, ჩქოტუას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და არა ისე, რომ გამოძიება დაიწყონ და თაროზე შემოდონ. გამოძიება დაიწყოს და სავარაუდო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. არსებობს ამის ფაქტები და მტკიცებულებები”, - განაცხადა სამუშიამ.

გარდა ამისა, სამუშიას თქმით, ზუგდიდის მე-15 უბანზე სავარაუდოდ ადგილი აქვს თანხის შესაძლო გადაცემის ფაქტებს. ასევე, მისი თქმით, უბნებზე შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების ჯგუფი, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიციასთან თანამშრომლობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს