მამუკა მდინარაძე - იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება იქ მყოფ ადამიანებს, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს, რომ არეულობის კერები შეიქმნას

„მთავარი“ და „ფორმულაც“ კი არ იქცევა ისე, როგორც „ტვ პირველი“ დღეს - ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც „ტვ პირველია“ გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც, მისივე თქმით, ადამიანებს ფიზიკურად უსწორდება.

„მთავარი“ და „ფორმულაც“ კი არ იქცევა ისე, როგორც „ტვ პირველი“ დღეს. ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ, მათ თავისი როლი აქვთ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი? და რა ხდება - მაგალითად, ბოლო საათ ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძე მომხდარი ფაქტის მიზეზზე საუბრობს და ციტირებს „ტვ პირველის“ წამყვანების სიტყვებს.

მისი თქმით, „უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელეზონდერების ჩართულობით“.

„ახლა რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელე ზონდერების ჩართულობით. „ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“ - აი, ეს არის ყველაფერი. ამით ყველაფერია ნათქვამი. ძნელი წარმოსადგენია -„ტვ პირველი“ ამბობს, ანუ, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად და რატომ? მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მერე ხანდახან პასუხსაც იღებენ, მაგრამ თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაც იქნება „ტვ პირველი“ იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი და ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე. მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო