სახალხო დამცველი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში ხმის მიცემის პროცესს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლოსა და ქესალოს ეწვია და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის ახლად დანერგილ პროცესს ადგილზე გაეცნო.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი ასევე შეხვდა და ესაუბრა ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს.

„ადგილზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოფლებში არჩევნები ამ ეტაპზე გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები ცივილურად, ექსცესებისა და ფიზიკური დაპირისპირების გარეშე ჩაივლის.

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ მათ მიმართ დაირღვევა საარჩევნო უფლება, ან მათთვის ცნობილი გახდება ამგვარი უფლების შეზღუდვის შესახებ, აუცილებლად მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე - 1481,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს