ექსპერტი ლატვიიდან - ზოგადი ვითარება მშვიდია, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს

ზოგადი ვითარება მშვიდია, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს, - ამის შესახებ საარჩევნო საკითხებში ექსპერტმა ლატვიიდან, რეინს დოჩელოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ საერთაშორისო ექსპერტების მცირე ჯგუფთან ერთად ჩამოვედით და პროცესის ნაწილს დავაკვირდით, ასევე, არჩევნების გარემოს ჩავუღრმავდით და მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ. რა თქმა უნდა, პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ ჯერჯერობით 10-მდე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ, ზოგადი ვითარება მშვიდია, ზოგადი ვითარება კარგია, საარჩევნო უბნებზე ვხედავთ, რომ პერსონალი კარგად არის მომზადებული, ამომრჩევლებიც მშვიდად არიან, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს. იყო მცირე პრობლემა ერთ უბანზე, სადაც ერთმა ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი მიიღო, მაგრამ ისინი ერთგვარად ერთმანეთზე იყო დაკრული, შემდეგ ეს უბნის თანამშრომლებმა დაინახეს და ბიულეტენები დააცილეს. ჩვენ ვესაუბრებით სხვა დამკვირვებლებს სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან და რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ მათაც არ შეუნიშნავთ რაიმე სერიოზული პრობლემა პროცედურასთან დაკავშირებით და მთლიანობაში, როგორც ჩანს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ არჩევნების მომზადებაში დიდი შრომა გასწია“, - განაცხადა რეინს დოჩელოვსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს