გია ჯაფარიძე - ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს, ამიტომ ცდილობს ოპოზიციას გამარჯვებას ხელი შეუშალოს

ასეთი ტენდენცია იკვეთება - იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც “ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებთან დიდი ანგარიშით აგებენ, სხვადასხვა გზით ცდილობენ, ნორმალური საარჩევნო პროცესი შეაფერხონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძემ მარნეულის საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არჩევნებს ოპოზიცია იგებს და მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, რომლის მიხედვით ოპოზიცია საკუთარ წარმატებას უშლის ხელს, აბსურდულია.

„მარნეულის 69-ე უბანი დახურულია, 74-ე უბანზე კოალიციის წარმომადგენლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, 18-ე უბანზე ცდილობდნენ, რომ ადამიანი პირადობის მოწმობის გარეშე გაეტარებინათ.

ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. ამიტომ ცდილობს, ოპოზიციის გამარჯვებას ხელი შეუშალოს.

ტენდენცია ასეთია არა მხოლოდ მარნეულში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც იგივე მცდელობებს აქვს ადგილი. მაგრამ არ გამოუვათ - ამომრჩევლებს მოვუწოდებ, რომ არ დაიზარონ, მივიდნენ არჩევნებზე და საქართველოს რუსული გავლენისგან გათავისუფლებას და ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებას მივცეთ ხმა“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის