კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ მიიღებს იმ შედეგებს, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს - მოვუწოდებ რადიკალურ დაჯგუფებას იგივე ნაბიჯები გადადგან

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს აღიარებს და ოპოზიციასაც იმავეს მოუწოდებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში გვყავს „რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებლები არიან“.

„არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვენ ქვეყანაში გვყავს რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ყველაზე ბოროტი ადამიანები არიან. თუკი ადამიანმა რაიმე სიბინძურე შეიძლება გაიფიქროს, ყველაფრის მკადრებლები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ მიიღებს იმ შედეგებს, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს. რა თქმა უნდა, ცესკო-ს მონაცემებს ვენდობით. ასევე, ენდობიან საერთაშორისო ორგანიზაციები. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველად ტარდება ელექტრონული არჩევნები. ესეც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს მივიღებთ და მინდა იგივე მოვუწოდო რადიკალურ დაჯგუფებას, რომ მათაც იმავე ნაბიჯები უნდა გადადგან“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება