ლანა გალდავა - მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ დელეგატის, ზაურ დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ დელეგატის, ზაურ დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა.

გალდავას ინფორმაციით, როცა აღნიშნული დარღვევა აღმოაჩინეს, ეს პიროვნება საარჩევნო უბნიდან გაიქცა.

„მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებით. დილიდან ბევრჯერ იყო დაპირისპირება, პირდაპირ საარჩევნო უბანთან თანხის გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც აღბეჭდილი გვაქვს. ასევე, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მობილიზებაც იყო. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ზაურ დარგალის ძმის პასპორტით უცხო პირი შევიდა და ხმის მიცემას აპირებდა. ფოტო და ვიდეოგადაღება მოხდა, საჩივრები დაიწერა, შემდეგ დიდი გარჩევები ვნახეთ ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანებისგან საარჩევნო უბნებთან. აქვე იმყოფებოდა იმ მომენტში გერმანული პრესის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს შემთხვევა დააფიქსირეს. ზოგადად, ხელისუფლება ქვემო ქართლში ცდილობს კანონის ყველანაირი მოთხოვნა დაარღვიოს, მაგრამ მოსახლეობის განწყობა მტკიცეა და გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა გალდავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება