ზაურ დარგალი ლანა გალდავას განცხადებას, რომ მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა, აბსურდულს უწოდებს

„ქართული ოცნების" დელეგატი ზაურ დარგალი „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა, აბსურდულს უწოდებს.

„ქართული ოცნების“ დელეგატის განმარტებით, ეს ინფორმაცია „ფეიკია“.

„ეს სრული აბსურდია, ელექტრონულ არჩევნებზე ერთი პასპორტით სამჯერ ხმის მიცემა შეუძლებელია. ჩემი ძმა თავისი პასპორტით შევიდა და ხმა მისცა, ვადაგასული პასპორტით სხვა რატომ შევიდოდა, ან როგორ უნდა გააკეთოს? აპარატი არ მიიღებს. რა პასპორტიც ვნახე, საერთოდ ვადაგასულია, „ფეიკსაც“ ნორმალურს ვერ აკეთებენ, უკვე ოჯახის წევრებზე გადადიან, ცდილობენ ფონი შექმნან, თითქოს, პრობლემური უბნებია. პროვოკაციები აბსურდულია, ლოგიკაში არ ჯდება, ზონდერჯგუფებით დადიან და პირდაპირ შეტევაზე გადადიან“, - აცხადებს დარგალი.

ის, ასევე, 69-ე უბნის დახურვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„მარნეულის უმრავლეს ადგილას არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება. გუნდს, რომელსაც არჩევნები მოგებული გვაქვს, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ მსგავსი შემთხვევები მოხდეს უბნებზე, ეს პროვოკაციის გაგრძელებაა. აღნიშნული უბანი დაიკეტა, გამოძიება დაწყებულია.

როგორ შეიძლება ასეთი რამ გააკეთო, როცა იცი გიღებენ, თან ოპოზიციის წარმომადგენელი, დამკვირვებელი ასეთ რაღაცას აკეთებ, ესე იგი, ამის უკან კონკრეტული გეგმაა და კონკრეტული სცენარით გაკეთდა“, - განაცხადა დარგალმა.

ის ასევე გამოეხმაურა 74-ე უბანზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

„დილიდან დავაფიქსირე, რომ ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი იყო პროვოკაციები, ტრადიციულად, გიორგი მუმლაძე, ზონდერდაჯგუფის ლიდერი სხვადასხვა პროვოკაციებს აწყობს მარნეულში. 80-100 ადამიანის შემადგენლობით შევარდა 74-ე უბანზე, გაზი გაუშვა და მერე ხალხის ცემა დაიწყეს. ამის ფონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გამოძიება დაწყებულია. იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და სხვადასხვა პროვოკაციაზე მიდიან. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებს მთელ საქართველოში და მარნეულშიც ვიგებთ“, - განაცხადა დარგალმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება