თინა ბოკუჩავა - არავის ეშინია ძალადობის! - შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ

არავის ეშინია ძალადობის! - შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასევე, აქტიურობს ემიგრაცია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობას მიმართავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვის.

„ახლა ვართ კლინიკასთან, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, აზატ კარიმოვი იმყოფება, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ძალადობას მიმართავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ძალაუფლების წაგების, ჩვენ ვნახეთ, ასევე უბანი, რომელიც საერთოდაც გააუქმეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრის გამო, მაგრამ არავის ეშინია ძალადობის! - შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასევე, აქტიურობს ემიგრაცია. დღეს იმარჯვებს საქართველო, იმარჯვებს საქართველოს ევროპული არჩევანი და ასე რომ, ყველანი არჩევნებზე! თითოეული ხმა გადამწყვეტია, ყველანი გავხდეთ იმ დიდი ეროვნული გამარჯვების თანამონაწილე, რომელსაც სულ რამდენიმე საათში აღვნიშნავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება