გიგა ბოკერია - მე ამ არჩევნებში ხმას ვაძლევ ივანიშვილის რეჟიმის წალეკვას, ეს არის ის, რაც საქართველოს მომავალს სჭირდება

მე ხმას ვაძლევ ივანიშვილის რეჟიმის ამ არჩევნებში წალეკვას, ეს არის ის, რაც საქართველოს მომავალს სჭირდება, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

„ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, აქტივობით დაწყებული, ჩემ გარშემო წრით დამთავრებული, სადაც იყვნენ მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა მცდარი არგუმენტით ან არჩევნებზე არ დადიოდნენ, ან სტატუსკვოს უჭერდნენ მხარს, თითქმის მთლიანად შეცვლილია სურათი.

მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ თუ ვინმე ყოყმანობს, მოვიდეს და ამ რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს მისცეს ხმას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს