მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - არსებული ინფორმაციით, საია-ს დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც.

არსებული ინფორმაციით, საია-ს დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მე-4 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, მურად მაისურაძის განმარტებით, გოცირიძისთვის უბანზე ხელი არავის დაუკარებია, უბნის გარეთ მომხდარის შესახებ კი არაფერი იცის.

მაისურაძის თქმით, გოცირიძე კომისიის წევრს თავს დაესხა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

„ამომრჩეველმა ბავშვთან ერთად რეგისტრაცია გაიარა. გოცირიძემ დაიწყო უმიზეზოდ შენიშვნების მიცემა, რომ რეგისტრაცია არ გაუვლიათ. მერე გავიდა, ჩემი კომისიის წევრს დაეტაკა, ის ადამიანი ცუდადაა, სასწრაფო გამოუძახეს. ვიმეორებ, უბანზე, საია-ს დამკვირვებელს - გოცირიძეს აქ ფიზიკურად არავინ შეხებია“,- განაცხადა მაისურაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს