თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან - ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, უკიდურესად შეშინებულია და აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნება

„ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან - ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია, ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს.

„ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია, ვიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ თითოეული ხმა უკიდურესად მნიშვნელოვანია. არ გავფლანგოთ არცერთი ხმა. მხარი დავუჭიროთ 5 ნომერს - „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე ძლიერ პარტიას, ივანიშვილის მთავარ მოწინააღმდეგეს, პარტიას, რომელიც ყველგან, ყველა უბანზე ყველა ხმისთვის იბრძვის და იბრძოლებს გამარჯვებამდე. იბრძოლებს გამარჯვებამდე, რომელსაც ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ასევე ისაუბრა მარნეულში საარჩევნო უბნის დახურვაზე. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით ძალაუფლება რამენაირად შეინარჩუნოს.

„ცოტა ხნის წინ ჩამოვედი მარნეულიდან, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობას, სადაც ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აგონიაშია და ამგვარი აგონია და ისტერიკა, რომლის გამოხატულებაც ვნახეთ აქ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე წუთის წინ, არ აშინებს არავის. პირიქით, ეს გვაძლევს რწმენას, რომ ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. შეიძლება გააუქმოთ 1 ან 2 უბანი მარნეულში ან სხვაგან, მაგრამ ვერ გააუქმებთ იმ დიდ ეროვნულ, ევროპულ გამარჯვებას, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად რამდენიმე საათში ვიზეიმებთ. არჩევნებში იმარჯვებს ქართველი ხალხი, იმარჯვებს ქვეყნის ევროპული არჩევანი და მარცხდება „ქართული ოცნება“. ძალადობა, რომელსაც ვხედავთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ისტორიულ არჩევნებში, სადაც მოხდა მთელი საქართველოს კონსოლიდაცია, ივანიშვილი მარცხდება. ზუსტად 2 საათია არჩევნებამდე დარჩენილი. იმისთვის, რომ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ჯერ საარჩევნო უბანთან არ ყოფილა, მივიდეს და გააკეთოს ევროპული არჩევანი. 2 საათში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ დიდ ეროვნულ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, ამ დიდი გამარჯვების თანამონაწილე ვიყოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის