არასამთავრობო ორგანიზაცია „ხმის გუშაგის“ დამკვირვებლის განცხადებით, საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად ცესკო-ს წევრი გაუსწორდა

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ხმის გუშაგის“ დამკვირვებლის, ევა სადიკოვას განცხადებით, საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად ცესკო-ს წევრი გაუსწორდა.

მისი განმარტებით, გოცირიძეს ხელი საარჩევნო უბანზე დაარტყეს. მას არ დაუნახავს გოცირიძის მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება.

„გიორგი გოცირიძე უბანზე, როგორც დამკვირვებელი, ისე იყო მოსული, შეამჩნია, რომ ამომრჩეველი მეორედ შედიოდა ხმის მისაცემად სხვა პასპორტით. აღნიშნულზე რეგისტრატორს მისცა შენიშვნა, რაზეც ის გაღიზიანდა, გიორგის ხმამაღლა, აგრესიული ტონით დაუწყეს საუბარი, მერე ცესკო-ს თანამშრომელმა გინება დაიწყო და გოცირიძეზე ხელი აწია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის მარტო იყო და პოლიციაში დარეკა",- განაცხადა სადიკოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება